6-თვიანი ტყვეობის შემდეგ სეპარატისტების მიერ დაკავებული ქართველები თავისუფლები არიან

ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოდან აფხაზეთში დაკავებული ორი მამაკაცი თავისუფალია.
ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე, რომლებიც აფხაზეთში თხილის საკრეფად მიდიოდნენ, ენგურის ხიდზე, გასული წლის 5 ოქტომბერს დააკავეს. ისინი სასჯელს სოხუმის იზოლატოში იხდიდნენ.
ბუღაშვილი და შვანგირაძე 19 მარტს, სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც Topnews.com.ge-სთან საუბარში ხონის გამგებლის პირველმა მოადგილემ ოთარ ქაშიბაძემ განაცხადა, გათავისუფლებულები გზაში იმყოფებიან და თავიანთ სახლებში მოდიან.