Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მორიგი გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისში"

თარიღი : 20-03-2015, 13:41 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
"მორიგი გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისში," - ამ სახელწოდებით ავრცელებს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია".
ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მეიდნის მოვლენების დროს, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ქუთაისის ცენტრში დახატული რამდენიმე დროშა წუხელ წაშალეს და ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებული მიტინგის საწინააღმდეგო პლაკატები გამოაკრეს.
"ეს დროში ემთხვევა ქუთაისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქუთაისის დაძმობილებული უკრაინული ქალაქის, ჟიტომირის ამაოხრებლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟზე უარის შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური კურსის გაგრძელებაა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებული დამოკიდებულების ხელოვნურად ცვლილებას ნუ შეეცდება, რადგან ეს ურთიერთობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებზე მაღლა დგას და სახელმწიფოთაშორისია. 2008 წლის პლებისციტზე ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი გააკეთა, რაც დღეს უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს და მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებად საგარეო პილიტიკასთან შეუთავსებელია. ბნელ საბჭოეთში ჩვენი ქვეყნის დაბრუნების ყველა მცდელობა ჩავარდნისთვისაა განწირული.
ევროპა ჩვენი სახლია!," - აცხადებს ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.


ნანახია: 2685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ევროპა ჩვენი სახლია'-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ოკუპაცია
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში არსებული ქუჩებისა და სკვერების სახელწოდებების შეცვლაზე უნდა იზრუნოს.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
"ევროპა ჩვენი სახლია" უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გაკრული რამდენიმე პლაკატის ფოტო ვრცელდება.

ამინდი