„ტყიბულის გამგებელს რომ ჰკითხოთ რა გააკეთა, გეტყვით, რომ სასაფლაოზე ქართლის დედა გაანათა“

მართალია ქვეყნის ხელისუფლებამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა გახსნილად გამოაცხადა და საჯარო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკებს რიგი შეზღუდვებიც დაუწესა, თუმცა ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეებისათვის მმართველი გუნდის ამგვარი გადაწყვეტილება შეღავათი ვერ აღმოჩნდა.
რუბრიკაში „მკითხველის ფოსტა“ Topnews.com.ge-ს ერთ-ერთმა მკითხველმა შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა:
„საინტერესოა ტყიბულში რა ხდება. ეს კი ვიცი, რომ ტყიბულის გამგებელმა მაგარი ევრორემონტი გააკეთა სახლში თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ. მისი სახლის გვერდით სახლი დგას, რონელსაც ქარმა გადახადა სახურავი და უსახურაობის გამო ინგრევა თითქმის ახალი ბინა. არადა გამოყოფილი იყო 20 000 ლარი ასეთების შესაკეთებლად. სად დახარჯა ვინ იცის. ავარიული სახლი მეოთხე საჯარო სკოლის წინ დგას. იქიდან აგურები ცვივა და ქვეითად მოსიარულეებისათვის საშიშია. ეს ბინა ყველაზე საუკეთესო იყო ტყიბულში, რადგან იქ შახტის ინჟინრები ცხოვრობდნენ და სპეციალურად მათთვის აშენდა 1957 წელს. გამგებელს, რადგან თბილისში იყო, მისი სახლი კარგა ხანი მიტოვებული ჰქონდა. მოქალაქეებმა ავარიული სახლის გაკეთების თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი თქვა, არ მაქვს მაგის სახსრებიო. სინამდვილეში 20 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამ საკითხს თუ გააშუქებთ, კარგი იქნება. ასე დაანგრიეს მშრომელთა ხელით აშენებული სახლები. გამგებელს ისიც უთქვამს, რომ შეიძლებოდეს აგურ-აგურ დავანგრევდი მაგ სახლს, მაგრამ მესაკუთრეების არისო. მოარული ხმებიდან ვიცი, რომ პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კანდიდატურაა და „ოცნებაში“ ასე მივიდა. რომ ჰკითხოთ, მისი მოსვლის შემდეგ რა გააკეთა, გეტყვით, სასაფლაოზე რომ ქართლის დედა, ის გავანათეო. ნათურა დაკიდა თურმე,“ - ნათქვამია წერილში.
მკითხველის წერილს თან ავარიული სახლის ფოტოები ახლავს.

აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ტყიბულის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.