"გზის გამო ბორდიურზე ავარდა მანქანა და ქალი მოკლა," - ავარიული გზა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა
თარიღი : 20-03-2015, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა თუ გარეუბნებში არსებული ამორტიზებული გზები ადგილობრივების დისკომფორტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ავარიული გზის მიზეზით ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„გზებს უნდა ექცეოდეს ყურადღება იმიტომ, რომ შიდა გზების მოუწესრიგებელია. აგერ შარშან, გზის გამო ბორდიურზე ავარდა მანქანა და ქალი მოკლა. ამნაირი რაღაცები ხდება. გზის მოწესრიგებას სააკაშვილის დროიდან გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გაკეთებული. მარტო ერთ მხარეს დაიგო ტრასა და მეორე მხარეს, რადგან სასაფლაო არის, მიცვალებულებს არ სჭირდებათ გზაო და კი არის მოუწესრიგებელი,“ - ამბობს ავანგარდის დასახლებაში მცხოვრები რუსუდან თარგამაძე.
ქუთაისის მერია მიმდინარე წლის განმავლობაში 47 ცენტრალური და შიდა გზის მოწესრიგებას გეგმავს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, რომ გზების რეაბილიტაციისათვის სხვადასხვა სამუშაოდან დაზოგილ თანხებსაც გამოიყენებენ.
ცნობისთვის, ქუთაისში 300 ძირითადი ქუჩაა.