განათლების მინისტრი:ამბიციური გეგმები გვაქვს და რესურსიც გვაქვს ამის განსახორციელებლად
თარიღი : 19-03-2015, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.
მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს, ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სკოლას წლების განმავლობაში ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარება გაკვეთილისათვის შეუსაბამო გარემოში უწევდა.
საჯარო სკოლაში ასევე მოწესრიგდა სველი წერტილები და განხორციელდა ძირითადი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.
თამარ სანიკიძემ ყურადღება იმერეთის რეგიონში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.
„იმერეთის რეგიონში ნამდვილად კარგი ინვესტიცია განხორციელდა. 2013-2014 წლებში რეგიონში 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. 54 სკოლის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი წელს. ამბიციური გეგმები გვაქვს და რესურსიც გვაქვს ამის განსახორციელებლად,“ - ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის, 2013-2014 წლებში იმერეთის რეგიონში 255 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდა. ხოლო 2016 წელს ტყიბულის მეშვიდე და ზესტაფონის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლების მშენებლობა იგეგმება.