იტვირთება

რაჭაში 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ

რაჭაში 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ


27 ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი­დან 25 ცხე­და­რი არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ჩვე­ნი და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პოვ­ნის მცი­რე­დი თე­ო­რი­უ­ლი შან­სი იქ­ნე­ბა,- ამის შე­სა­ხებ რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს 6 და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"სტი­ქი­ის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის, 27 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რია ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი. აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს 6 და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რო­გორც სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში, კუ­რორტ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი­სა და მდი­ნა­რე რი­ო­ნის კა­ლა­პო­ტებ­ში, მძი­მე ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბა.

პე­რი­მეტ­რი გაზ­რდი­ლია და კვლავ აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 27 ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი­დან 25 ცხე­და­რი არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე მცი­რე­დი თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პოვ­ნის",- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები