"არ ვითხოვთ თეთრს ამ საჭირო საქმეში," - კიკვიძის ძეგლის ჩამოღების უფლებას საინიციატივო ჯგუფი ითხოვს
თარიღი : 18-03-2015, 23:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისში, წითელი არმიის სარდლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩამოღების საკითხი კვლავ აქტუალურია. ძეგლის ჩამოღების მოთხოვნით სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განცხადებები პერმანენტულად კეთდება. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ კი კივიძის ძეგლის ჩამოღების მოთხოვნის ავტორებს განუცხადა, რომ ძეგლს "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ ჩამოიღებდნენ. შესაბამისად, ძეგლთან დაკავშირებით მისი ჩამოღების მომხრეებმა გამოსავალი იპოვეს და ქალაქის მერის სახელზე მიმართვა გაავრცელეს. შოთა მურღულიას მისამართით წერილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დირექტორი გია გოქაძე აქვეყნებს.
"ბატონმა შოთამ ძეგლს ვერ ავიღებთო, ქამრების მოჭერით ვართ დაკავებულიო. კარგია, ხარჯები უნდა დაიზოგოს. იმედია, საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს ჩაშლიან და კიკვიძის ძეგლის ჩამოგდების უფლებას საინიციატივო ჯგუფს დაგვითმობენ. არ ვითხოვთ თეთრს ამ საჭირო საქმეში!,"- წერს გია გოქაძე.