პროექტი სააგენტო TOPNEWS დაიწყო
თარიღი : 18-03-2015, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

პროექტი „სააგენტო TOPNEWS“ დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ ( RICDOG) ოფისში გასაუბრება ჩატარდა. გასაუბრების შედეგად 10 მონაწილე შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა შაბათს, 21 მარტს არის ჩანიშნული. პროგრამის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათ სურვილს პროექტის ფარგლებში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ხანგრძლივობა სამ თვეს მოიცავს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მონაწილეები მოირგებენ ისეთ როლებს, როგორიცაა: სააგენტოს დირექტორი, სააგენტოს რედაქტორი, მარკეტოლოგი, ვებ დიზაინერი, კორესპონდენტი. პროგრამა არის დასაქმების პერსპექტივით.
პროექტს „სააგენტო TOPNEWS“ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ერთობლივად ახორციელებს.პროგრამის მიზანია მედია სააგენტოს მარკეტინგისა და მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.