Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტიდან ამინდზე დაკვირვება შესაძლებელი გახდება

თარიღი : 18-03-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე “საქაერონავიგაციამ” ფაქტიურ ამინდზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, მეტეო-ოფისის ახალი შენობია გახსნა. შენობა მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. მეტეო-ოფისის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო. ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია - “UN Studio”-ს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს “რონკომ” 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების -ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. შენობაში მოეწყო მეტეო დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი. ცენტრი აღიჭურვა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.


ნანახია: 1741-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი მეტეოროლოგური სადგური გაიხსნა დღეს ქუთაისში.
ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.
სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია
შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების

ამინდი