Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალბატონი, რომელსაც მეზობლის ყოფილი ცოლი სახლს ედავება

თარიღი : 18-03-2015, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ნინო მაისაშვილი დახმარებას ითხოვს.
მეზობლისა და ყოფილი ცოლის დავის შედეგად ქალბატონი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.
ნინო მაისაშვილი ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, კერძო სახლში ცხოვრობს. ამბობს, რომ მას აღნიშნული სახლის ერთი ნაწილი უჭირავს, ხოლო მეორე ნაწილის მეპატრონე მეზობელია.
„ჩემი მეზობლის ყოფილი ცოლი ქმრისგან ქონებას ითხოვს. სასამართლომ კი სახლის მის ნაწილთან ერთად ჩემი ნაწილიც დააყადაღა. არადა ჩემი ნაწილი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მაქვს. სამი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ისეთ დღეში ჩამაგდეს, საკვების და პურის ფული მაქვს საძებარი. მოხუცი მშობლები მყავს. დედაჩემი მხოლოდ ტყავია დარჩენილი. სიკვდილის პირას არის. მეზობლის ყოფილმა ცოლმა ირმა ხუჯაძემ სასამართლოზე ბოდიში მომიხადა შეცდომისათვის, მაგრამ სახლს ყადაღა მაინც არ მოხსნეს. ფიზიკურადაც ვნადგურდები. აღარ ვიცი რა ვქნა. წინასწარ გამოვიტანე დედაჩემის 25 თვის პენსია იმისთვის, რომ ბანკის ფული შემეტანა და საჭმელი მეყიდა. რა მიჭირდა აქამდე. ასეთ უბედურ დღეში ჩავვარდი,“ - ამბობს ნინო მაისაშვილი.
მოცემულ საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროცესი პირველი ინსტანციის სასამართლოში პირველ აპრილს არის ჩანიშნული.


ნანახია: 2493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
დახმარების თხოვნა მას შემდეგ მოუხდა, რაც ოთხი წლის წინ, ჭიათურაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შვილი და რძალი
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
ქუთაისში მცხოვრები გოჩა ნუცუბიძე სამი წელია შვილის დასაბრუნებლად იბრძვის.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.

ამინდი