აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 000-მდე სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს
თარიღი : 18-03-2015, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის თებერვლის თვის მონაცემებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 000-მდე სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს.
სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საფუძველი სწავლის ქირის გადაუხდელობის გარდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახება და უცხოეთში წასვლა ხდება.
„ზოგი უცხოეთში არის წასული. ზოგი აკადემიურ შვებულებაშია. ჩვენ სწავლის საფასურის გადახდა ოთხ ეტაპად დავყავით. ჩემს მოსვლამდე ორ ეტაპად ხდებოდა. სტუდენტებმა თანხა სექტემბრის, დეკემბრის, მარტის და მაისის 30 რიცხვამდე უნდა დაფარონ. ამ ცვლილებამ დადებითი ეფექტი გამოიღო და სტუდენტებმა თანხის გადახდა უფრო შეძლეს,“ - ამბობს რექტორი.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, დოქტურანტურასა და სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე ჯამში 11 000-მდე სტუდენტი ირიცხება. სწავლის საფასური კი 2000- 2250 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სტუდენტის სტატუსის აღდგენას, რექტორი ამბობს, რომ სტუდენტს ამის გაკეთება სტატუსის შეწყვეტიდან ხუთი წლის ვადაში შეუძლია.