Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე: მძღოლები სუს-ში დაიბარეს და 21 მარტს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს

თარიღი : 18-03-2015, 00:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან 2 000-მდე მხარდაჭერის წაყვანას გეგმავს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ის მძღოლები, რომლებსაც შეიძლებოდა 21 მარტს ქუთაისიდან პარტიის მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყო, უშიშროების სამსახურში დაიბარეს. როგორც თევდორაძე ამბობს, მძღოლები გააფრთხილეს და 21 მარტს, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლება მუშაობს, რათა "ნაციონალების" მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობა არ მოხვდეს. როგორც გია თევდორაძე ამბობს, 21 მარტს სხვადასხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი ქუთაისის მერიას, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო დათვალიერების კუთხით.


ნანახია: 3292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ნაციონალების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის თქმით, ორგანიზაცია ქუთაისის მასშტაბით მოსახლეობასთან
საინიციატივო ჯგუფის „მოქალაქეობრივი პოზიციის“ წევრებმა დღეს, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გოჩა თევდორაძის მიერ ქალაქის
პარტიის წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.
უმცირესობის წევრმა და „ნაციონალების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ სარჩულს უძებნის და აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას

ამინდი