ქუთაისში 32 წლის მამაკაცი გაუჩინარდა -ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში 32 წლის მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, დიტო დათუაძე სახლიდან 20 თებერვალს გაუჩინარდა და მისი კვალი ამავე დღეს, რიკოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება. დათუაძის დედა ამბობს, რომ ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სახლიდან ერთხელ, ერთი კვირით გაუჩინარდა, თუმცა ამჯერად უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ეძებენ. ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დათუაძეები სამართალდამცავებს დახმარებას სთხოვენ.