"ქუთაისის ოპერის თეატრში განუკითხაობაა"
თარიღი : 17-03-2015, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის შენობასთან ქალაქის ოპერის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ქუთაისის ოპერაში არსებულ განუკითხაობაზე საუბრობენ და ქალაქის მერიასა და კულტურის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ოპერის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კულტურის სამინისტროს მიერ დასახელებულ კანდიდატს იწუნებენ და მათთვის მისაღებ სამხატვრო ხელმღძვანელად ლაშა ნიქაბაძეს ასახელებენ. გარდა ამისა, ისინი თეატრის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი დირექტორის, ხატია ვედმედევას დაბრუნებას ითხოვენ.
"კულტურის სამინისტრომ ელემენტარული ყურადღება მოგვაქციოს. ჩვენ ვიცით ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს თეატრს. კულტურის სამინისტრომ კანდიდატი რომ დაასახელა, ჩვენი აზრი მოესმინა," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კობა ლილუაშვილი.