ამერიკაში დაღუპული კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი თერჯოლაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმართება
თარიღი : 17-03-2015, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ამერიკაში დაღუპული კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი თერჯოლაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმართება.
21 წლის სოსო მაკარიძე თერჯოლაში ცხოვრობდა და ის ამერიკაში, სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე თავდაცვის ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა გარდაცვლილის ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადეს.
„უდიდესი ტრაგედიაა. ჩამოვედით, მივუსამძიმრეთ გარდაცვლილის ოჯახს. მე რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ ესენი იყვნენ ბიჭები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში თავისი წვლილი უნდა შეეტანათ, თუმცა სამწუხაროდ არ დასცალდათ. თავდაცვის სამინისტრო და მთელი შეიარაღებული ძალები წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო და შესაბამისად, უკანასკნელ პატივს მივაგებთ ჩვენს დაღუპულ კადეტებს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები დიდი დანაკლისი იქნება მთელი საქართველოსთვის. მისი თქმით, ისინი სამაგალითოები იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.
„ეს ახალგაზრდები ამ თაობაში იყვნენ საუკეთესოებს შორის საუკეთესოები. ისინი იყვნენ მაგალითის მიმცემი და იმედი ჩვენი ჯარის მომავლის და ეს არის აუნაზღაურებელი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, შეიარაღებული ძალებისთვის, მთელი საქართველოსთვის. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს ამ დიდ დანაკლისს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 7 მარტს დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კი, საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
ბესარიონ გორჯოლაძე 15 მარტს მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.