რამ შეიწირა აკაკი ბობოხიძის რძლის თანამდებობა?
თარიღი : 17-03-2015, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ხონის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის რძალი ხათუნა ბახტაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა, გაათავისუფლეს. ბახტაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საჩივრით სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს.
"ნაციონალებისა" და "ოცნების" ჭიდილმა, ბაღების გაერთიანების უფროსის აკაკი ბობოხიძის რძლის, ხათუნა ბახტაძის თანამდებობა შეიწირა, თუმცა მათ შორის დავას სამტრედიის რაიონული სასამართლო განიხილავს. იმედი გვაქვს, სასამართლო ობიექტურად განიხილავს წარდგენილ სარჩელს და აღადგენს ხათუნა ბახტაძის დარღვეულ უფლებას, ისე როგორც აღადგინა მაია ზერაგიას დარღვეული უფლებები და ბათილად ცნო ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ -ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი," - აცხადებს ადვოკატი.
საქმეზე სასამართლო სხდომა 15 მარტს არის ჩანიშნული.