Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვიღაცამ იაფად რომ ჩამოაგდოს ვასილ ისიდოროვიჩის ძეგლი,ხომ აგვერია რუსეთთან სიმწრით დალაგებული ურთიერთობები?"

თარიღი : 16-03-2015, 23:42 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის მერის შოთა მურღულიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მერი აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გამო არ ჩამოიღებს.

"ბატონ შოთას შევახსენებთ, რომ "ქამრის მოჭერა" კანონის გვერდის ავლას არ ავალებს. კანონი "თავისუფლების ქარტია" ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლოების აღმოფხვრას გულისხმობს და მისივე თანაკოალიციელის ინიციატივითაა მიღებული. ვასილ კიკვიძის ძეგლი კი ასეთ სიმბოლოთა რიცხვშია.
სამწუხაროდ, ოცნების დაპირებების დასტას მიემატა და შოთა მურღულიას ავიწყდება სიტყვა, რომ ამ ძეგლს წლის ბოლომდე აიღებდა. ავიწყდება, რომ ქუთაისის ბიუჯეტში დღესაც დევს 100 000 ლარი ძეგლების დემონტაჟისთვის. ავიწყდება, რომ ქუთაისი ჟიტომირის დამეგობრებული ქალაქია–კიკვიძე კი მისი ამაოხრებელი. ავიწყდება რომ უკრაინა საქართველოს უპირველესი პარტნიორია.

ავიწყდება, რომ დვალის მანქანის შესაძენად თავად გამოაცხადა 25 000 -ლარიანი ტენდერი, რომ ახალგაზრდობის სკვერში ლიტერატურული სარდაფი გაიხსნა ქამრების შემოჭერის მიუხედავად. რომ ბოტანიკურ ბაღში ოდის ასაშენებლად 42 000 ლარია გადახდილი, რომ ტენდერის გამოუცხადებლობის გამო პარკირების მოსაკრებელი ბიუჯეტს აკლდება და რომ ასევე ტენდერის გამოუცხადებლობის გამო, მაწანწალა ძაღლები ჯერ გამოუშვეს და შემდეგ დიდი ფული გადაიხადეს მათ დასაჭერად. ასევე ქამრების შემოჭერის ეპოქაში, რომ თურქულ კურორტებზე ტორპედოს შეკრებებზე, მისი მოადგილის დასვენება გაუმართლებელია სახელმწიფოს ხარჯზე, რომ 110 ათას ლარს იხდიან შადრევნების ექსპლოატაციაში, სამუშაოები კი მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება, ავიწყდება რომ პარლამენტი ქუთაისში მდებარეობს და ხარჯების დაზოგვის მიზნით მისი ორ ადგილზე ფუნქციონირება გაუმართლებელია, მურღულიას ავიწყდება ამის შეხსენება უმრავლესობისადმი და კიდევ ბევრი რამ ავიწყდება ბატონ შოთას რასაც აუცილებლად შევახსენებთ.

ბატონო შოთა, კიკვიძის ძეგლის ჩამოღება 1000 ლარზე მეტი არ დაჯდება. გამოაცხადეთ ტენდერი და დაელოდეთ შემოთავაზებებს.
მაგრამ, ვიღაც ღვთიან–მადლიანმა "იაფად" რომ ჩამოაგდოს მემარცხენე ესერის და ქამრების შემოჭერის საკითხებში თქვენი ბოლო იმედის, ვასილ ისიდოროვიჩის ძეგლი, ხომ აგვერია რუსეთთან სიმწრით დალაგებული კავშირ- ურთიერთობები?!," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.


ნანახია: 1990-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, წითელი არმიის სარდლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩამოღების საკითხი კვლავ აქტუალურია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერდში მდებარე წითელი არმიის სარდლის კიკვიძის ძეგლის შეურაცყოფის მესამე შემთხვევაა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ მისი ავტომანქანის საკითხი ადგილობრივ ბიუჯეტს ტვირთად არ აწვება.
ქუთაისის ხელისუფლებას ბიუჯეტის თანხების ფუფუნების საგნებისთვის ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ფოტოგრაფ ვასილ ამაშუკელის ძეგლს რამდენიმე კვირის წინ ფოტოაპარატი მოპარეს.

ამინდი