შოთა მურღულია:ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, საქმე კარგად, დროულად და იმაზე უკეთ გაკეთდეს, ვიდრე აქამდე იყო
თარიღი : 16-03-2015, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ჟურნალისტებს და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს 2014 წლის ანგარიში გააცნო. პრეზენტაციას იმერეთის გუბერნატორი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. საერთო ჯამში სამსახურის მიერ გასულ წელს 106 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა, რისთვისაც 15 480 914 ლარი დაიხარჯა.
სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს ქუთაისში გზების რებილიტაციაზე თანხები რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
რეგიონული განვითრების ფონდიდან ქუთაისში 51 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი გამოიყო, ასევე 2013 წელში დაუსრულებელი 39 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 848 174 ლარი დაიხარჯა.მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 11 ქუჩა შეკეთდა, რაც 2 164 775 ლარი დაჯდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს ქუთაისში სულ 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, რასაც 396 234 ლარი მოხმარდა.
,,მინდა ავღნიშნო, რომ გასული წელი წარმატებული იყო. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, საქმე კარგად, დროულად და იმაზე უკეთ გაკეთდეს, ვიდრე აქამდე იყო. ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგემის მიხედვით წარმატებით ხორციელდება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.