21 მარტის აქციაზე ნაციონალები ქუთაისიდან 2 000-მდე ადამიანის წაყვანას გეგმავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციაზე ქუთაისიდან 2 000-მდე მხარდამჭერის მობილიზებას გეგმავს.
„ნაციონალების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის თქმით, ორგანიზაცია ქუთაისის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს ახორციელებს.
21 მარტის აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით იმართება. გია თევდორაძის თქმით, აქციაზე იმ ადამიანებს ეპატიჟებიან, რომლებიც „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.