Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია გოქაძე: თუკი მურღულიას აინტერესებს სად ვიყავი 2008-ში, ჯავახიას პირით შევუთვლი

თარიღი : 16-03-2015, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებას ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე გია გოქაძე პასუხობს.
პოლემიკა ამავე ორგანიზაციის წევრის ვახტანგ სიხარულიძის იმ ბრიფინგმა გამოიწვია, სადაც სიხარულიძემ განაცხადა, რომ ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ახლოს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე ფეკალური მასები გვხვდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის უკმაყოფილების საგანს ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ როგორც სიხარულიძე ამბობს, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ქანდაკებებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილი ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეუცვალა.
ორგანიზაციის ბრალდების საპასუხოდ ზვიად ჯავახიამ განაცხადა, რომ სწორედ გია გოქაძის პერიოდში იმ ტერიტორიის იჯარით გაცემა, რომლის მიმართაც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„თუკი მურღულიას აინტერესებს სად ვიყავი 2008–ში, შემიძლია ჯავახიას პირით შევუთვალო, რომ უმუშევარი ვიყავი. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის წევრის, ვახტანგ სიხარულიძის ბრიფინგს, მესმის რომ მწვავე კითხვებზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს და არც ველოდით სხვაგვარ გამოხმაურებას. ისე კი ბატონებო, უპასუხისმგებლობას და უთავმოყვარეობასაც აქვს საზღვარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორია იჯარით 2008 წელს გასხვისებულა მოიჯარეს, არ უნდა მოეთხოვოს მინიმუმ სანიტარული ნორმების დაცვა, არ უნდა დაინტერესდეთ ხელოვნების ნიმუშების და საზოგადოებრივი დანიშნულების სკვერის სავალალო მდგომარეობით და კულტურის ანგარიშის ჩაბარებისას პარტიული ტაშის კვრით გადაფაროთ მოსახლეობის ხმა, რომელიც კულტურის და ხელოვნების ქალაქში საქმის კეთებისკენ მოგიწოდებთ,“ - აცხადებს გია გოქაძე.


ნანახია: 2416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს.
„ევროპა ჩვენი სახლია“ ქალაქის მერს მიმართავს.
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად ჯავახიას პასუხობს.
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.
გია გოქაძის ინფორმაციით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უახლოესს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას

ამინდი