ზვიად ჯავახია: ბატონო გია სად იყავით 2008 წლიდან 2012 წლამდე?
თარიღი : 16-03-2015, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ახლოს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე ფეკალური მასები გვხვდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის უკმაყოფილების საგანს ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ როგორც სიხარულიძე ამბობს, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ქანდაკებებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილი ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეუცვალა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გია გოქაძეს მიმართავს. ჯავახიას თქმით, სწორედ გოქაძის პერიოდში იმ ტერიტორიის იჯარით გაცემა, რომლის მიმართაც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
" როცა ის უმრავლესობაში ასე აქტიურად იყო წარმოდგენილი, 2008 წელს, 25-წლიანი იჯარით გაიცა "მირზაანის" უკან მდებარე ტერიტორია. იმ პერიოდში, როდესაც გია გოქაძე იყო ხელისუფლებაში და „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა გადაწყვეტილებებს, ის ქანდაკებები გადატანილ იქნა, რომელზეც გოქაძე აპელირებს. სწორედ გოქაძის დროს ხდებოდა ქალაქის საკუთრების არამიზნობრივად გაცემა სხვადასხვა უწყებებზე 25-წლიანი და მრავალწლიანი იჯარით. ბატონო გია, მე მინდა გკითხოთ, სად იყავით 2008 წლიდან 2012 წლამდე? როდესაც უკანონოდ გაიცემოდა ქალაქის ქონება. გირჩევთ უსუსური ბრალდებებით თქვენს მომხრეებთან და ყოფილ მხარდამჭერებთან ისაუბროთ. მათ დაუსვათ ეს კითხვები და არა ხელისუფლებას," - აცხადებს ზვიად ჯავახია.