Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინფორმაცია ქუთაისში ელექტროენერგიის შეზღუდვაზე

თარიღი : 16-03-2015, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე კვირაში "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისი. მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 3“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
17 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N5ბ“ (ი.ჭავჭავაძის ქ. ნაწ).
19 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N5ა“ (და-ძმა ურდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის ქ.).
20 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „ტაო“; 14:00-17:00 - ფიდერი „ელმექანიკური 3“ (გუგუნავას ქ. ნაწ.).

18 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურში “ქუთაისი-I” დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 8400-მდე აბონენტს ქალაქ ქუთაისის კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მომხმარებლების ენერგომომრაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მ/ძ ქვესადგურში „ქუთაისი-1“ გამანაწილებელი მოწყობილობებზე გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 -დან 17:00 საათამდე შეუწყდება ფოთის, ბაქოს, უზნაძის, ლომონოსოვის, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის, რაზმაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის, დავითაშვილის, მჭედლიძისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს ნაწილობრივ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ამბროლაური. გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 20 მარტს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე დაგეგმილია ქვესადგურ „ამბროლაურის“ გამორთვა, რის გამოც ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 3400-მდე აბონენტს ქ. ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1744-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოები
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.

ამინდი