ვახტანგ სიხარულიძე: ქუთაისის მერიასთან ახლოს ფეკალური მასების ტბაა
თარიღი : 16-03-2015, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქალაქის მერს მიმართავს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ახლოს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე ფეკალური მასები გვხვდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის უკმაყოფილების საგანს ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ როგორც სიხარულიძე ამბობს, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ქანდაკებებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილი ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეუცვალა.
„ერთი კვირის წინ მერიის კულტურის სამსახურმა პომპეზურად წარმოადგინა თავისი საქმიანობის ანგარიში. 2014 წელი კულტურის სამსახურის მუშაობის კუთხით დადებითად შეფასდა, თუმცა სამსახურის ანგარიშში აღნიშნული ფაქტები არ მოხვდა. ვანდალიზმია ავტორთან შეთანხმების გარეშე ქანდაკებების კვარცხლბეკიდან მოშორება. ფეკალური მასების ტბა დგას ამავე ტერიტორიაზე. ქალაქის მერს მოვუწოდებ მიაქციოს ყურადღება,“ - ამბობს სიხარულიძე.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.