ქუთაისში ჩაის სახლმა ინტელექტუალური თამაშები დაიწყო
თარიღი : 16-03-2015, 00:36 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისში ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ პირველი ინტელექტუალური თამაში გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ „ფოე-მოაზროვნეს“ ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისელი ჟურნალისტების გუნდები დაუპირისპირებენ. თამაშში მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო. გამარჯვება დავით ლიკლიკაძის გუნდმა „ცხელი ჩაი“ მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცა. პრიზები მიიღეს ყველაზე აქტიურმა მოთამაშეებმაც.
ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ ერთი პროფესიის მქონე მოაზროვნეების გუნდები ყოველ შაბათს, საღამოს 20:00 საათზე იპაექრებენ.
ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ ერთი პროფესიის მქონე მოაზროვნეების გუნდები ყოველ შაბათს, საღამოს 20:00 საათზე იპაექრებენ.