ქუთაისისი მერი ნანათხოვარი მანქანით გადაადგილდება
თარიღი : 16-03-2015, 00:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ მისი ავტომანქანის საკითხი ადგილობრივ ბიუჯეტს ტვირთად არ აწვება.
მერი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ ქუთაისის მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ, საკუთარ ავტომანქანაზე არ უზრუნია და რეგიონული განვითარების სამინისტროდან ნანათხოვარი მანქანით გადაადგილდება. შოთა მურღულია აქვე აღნიშნავს, რომ ამგვარად ის ქალაქის ბიუჯეტს უფრთხილდება.
შეგახსენებთ, რომ შოთა მურღულიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა ეკავა. ქუთაისის მერის პოსტზე კი 2013 წლის ნოემბრიდან იმყოფება.
ცნობისთვის, ქუთაისში ჩინოვნიკების ავტომანქანების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფონზე, ქუთაისის საკრებულომ თავმჯდომარისათვის ახალი მანქანის შესაძენად 25 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.