"კულტურა 2025" და კულტურის მინისტრის ვიზიტი ქუთაისში
თარიღი : 14-03-2015, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს.
სტრატეგიიის ირგვლივ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში კონფერენცია მოეწყო. კონფერენციაში მონაწილეობას იმერეთის გუბერნატორისა და ქუთაისის მერის გარდა, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელნები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები იღებდნენ.
„კულტურა 2025“-ის მიზანია განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
„კულტურის სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. კულტურის სფეროს სტრატეგიაზე მუშაობა გამოცხადდა 30 იანვარს. მარტის თვეში რეგიონალური კონფერენციების ჩატარება დავიწყეთ. აქტივობა არის მაღალი. ბევრი ადამიანი გვესწრება. პირდაპირი, გულახდილი საუბარი მიმდინარეობს პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რაც კულტურის სფეროში არსებობს,“ - აცხადებს მინისტრი.