ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა ქუჩაში დატოვეს
თარიღი : 13-03-2015, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
ქალბატონი აცხადებს, რომ წლების წინ, ქმარმა და დედამთილმა წყალტუბოს სოფელ მაღლაკში სახლი მოტყუებით დაატოვებინეს. ამის შემდეგ ქუთაისში, ქმრის ოჯახის მიერ შეძენილ ერთოთახიან ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცაბინა მის საკუთრებაში არ იყო. ქმრის ოჯახის მიერ აღნიშნული საცხოვრებლის გაყიდვის შემდეგ კი თამარ ღიბრაძეს საცხოვრებლის ძებნა პერიოდულად უწევს.
" სოფელ მაღლაკში, ქმრის ოჯახში 10 წელი ვცხოვრობდი. 1997 წელს ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა საცხოვრებელი მოტყუებით დამატოვებინეს. იმ დროისათვის ორი შვილი მყავდა, თუმცა სახლიდან მხოლოდ სამი წლის გოგონა წამომყვა. ბიჭი 9 წლის იყო და ოჯახში დარჩა. ამის შემდეგ ქუთაისში, ქმრის ოჯახის მიერ შეძენილ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი, თუმცა ბინა საკუთრებაში არ მქონდა. ნორმალური ურთიერთობა მინდოდა ქმართან და დედამთილთან, თუმცა ეს მათ არ ისურვეს. 2009 წელს დედამთილმა თავის სახელზე გაიფორმა ჩემი საცხოვრებელი ბინა, გავასაჩივრე, თუმცა ბინა ვერ დავიბრუნე. 2014 წლის 19 მარტს მე და ჩემი შვილი ბინიდან გამოგვასახლეს. ქუჩა-ქუჩა დავდივარ. ერთადერთი ვინც დამეხმარა, ქუთაისის მერი შოთა მურღულიაა. მურღულია რომ არ დამხმარებოდა, ბინის ქირას ვერ ვიხდიდი. მაშინ კი მოვაგვარე პრობლემა, მაგრამ ახლა ისევ გარეთ ვრჩები," - ამბობს თამარ ღიბრაძე.
თამარ ღიბრაძის თქმით, მან დახმარებისთვის პროკურატურასაც მიმართა, თუმცა-უშედეგოდ.