რას ითხოვს და ვის მიმართავს ციხეში მოშიმშილე აკაკი ბობოხიძის ძმა?
თარიღი : 12-03-2015, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ხონის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის ციხეში შიმშილობა შეწყვიტა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბობოხიძე შიმშილობას აგრძელებს.
ადვოკატ რობიზონ ხურცილავას თქმით, ჯიბუხაიასა და ბობოხიძის მიერ შიმშილობის დაწყება იმ ფატქმა გამოიწვია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა ჭიანურდება. როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლოს პროცესი პროკურორის შუმადგომლობით უკვე რამდენჯერმე გადაიდო. პროცესის გადადებას კი პროკურორი მოუმზადებლობის მიზეზით ითხოვდა.
„9 მარტს იყო ჩანიშნული სხდომა და 26 მარტისთვის გადაიდო. დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის ეტაპია დარჩენილი. მე, როდესაც გუშინ შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, ლევან ბობოხიძემ და ზურაბ ჯიბუხაიამ მთხოვეს მათი სახელით გამევრცელებინა, რომ ამ საქმით დაინტერესდეს ბიძინა ივანიშვილი, არა როგორც ქვეყნის ყოფილი პრემიერი და გავლენიანი პირი, არამედ ერთ-ერთი რიგითი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ეს ადამიანები საქმის მასალების შესწავლის შედეგად დარწმუნდებიან, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პოლიტიკური პატიმრები არიან,“ - ამბობს ადვოკატი.
ციხეში მოშიმშილე ლევან ბობოხიძის მონახულებას სახალხო დამცველის რწმუნებული მადონა ბასილაძე გეგმავს.