„პოლიციიდან ხშირად აწუხებდნენ, ამოუვიდა ყელში და ნასვამმა შური იძია“
თარიღი : 12-03-2015, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონში, პოლიციის უფროსის მძღოლზე თავდასხმა განხორციელდა.
ხონის პოლიციის უფროსის მძღოლის თამაზ რუხაძის დაჭრაში ბრალდებული ლექსო მუკბანიანის ძმა ზურა მუკბანიანი აცხადებს, რომ მის ძმას რაიონული პოლიციიდან ხშირად აკითხავდნენ.
ბრალდებულის ძმის თქმით, ლექსო მუკბანიანი წარსულში ნასამართლევია, რის გამოც სამართალდამცველები სისტემატიურად ამოწმებდნენ.
„ბოლო თვეებია, თუ სადმე წავიდოდა ჩემი ძმა, პოლიციელები ყველგან ამოწმებდნენ. ხან ნარკოლოგიურში მიჰყავდათ, ხან კი პოლიციაში. არ ვიცი გუშინ რა დაემართა, მაგრამ შეიძლება ნასვამს ყელში ამოუვიდა პოლიციის კონტროლი და შური იძია. დანას არ ატარებდა, არ ვიცი გუშინ საიდან აღმოაჩნდა“, - აცხადებს დაკავებულის ძმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით, 35 წლის ლექსო მუკბანიანმა ხონის რაიონული პოლიციის წინ, პოლიციის სამმართველოს უფროსის მძღოლს თვალი ამოთხარა, 3 ჭრილობა კი სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა.