ხონში პოლიციის უფროსის მძღოლს თავს დაესხნენ

ხონში, პოლიციის უფროსის მძღოლზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, პოლიციის უფროსის მძღოლი პოლიციის შენობის წინ იდგა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და თვალში დანა ჩაარტყეს. დაშავებული თბილისში, საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებული და ბრალდებული ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ხოლო პოლიციის უფროსის მძღოლის დაშავებაში ბრალდებული დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ხოლო პოლიციის უფროსის მძღოლის დაშავებაში ბრალდებული დაკავებულია.