ქუთაისის მერი: გზების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა
თარიღი : 12-03-2015, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი +“ ახორცილებს. მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე 200 მ. ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, განხორციელდა სანიაღვრე სისტემის შეკეთება, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის სისტემების გამოცვლა.
,, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში შედის. სისტემატურად მოხდება ხარისხის შემოწმება. ქალაქში უკვე მომზადებულია რამდენიმე მსხვილი პროექტი.ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, “-განაცხადა შოთა მურღულიამ.