Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დახმარება გაუწია ვანის მუნიციპალიტეტმა თბილისში სახურავზე გარდაცვლილი ნაპოვნი სულიკო ასათიანის ოჯახს?

თარიღი : 12-03-2015, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-სში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. აღნიშნულ გადაცემაში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ შემთხვევაზე სიუჟეტი მომზადდა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყურადღებას არ იჩენს 26 მაისის აქციების შედეგად გარდაცვლილ ვანის მკვიდრ სულიკო ასათიანზე. ასათიანი თბილისში, ერთ-ერთი შენობის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს.
" დედაქალაქის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ნაპოვნმა ცხედრებმა მრავალი კითხვა გაუჩინა საზოგადოებას. სწორედ ამ თემის ირგვლივ პირდაპირ ეთერში ისაუბრა ერთ-ერთი დაღუპულის სულიკო ასათიანის ქვრივმა ქალბატონმა შორენა ადეიშვილმა, რომელმაც ასევე სახალხოდ გამოაცხადა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა და კონკრეტულად გამგებელი არანაირ ყურადღებას არ აქცევს დაღუპულის ოჯახს, რაზეც ასევე აკეთებს აქცენტს გადაცემის ჟურნალისტი, რომელიც აცხადებს, რომ ოჯახი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყურადღების ცენტრში იყო, დღეს ყველას დაავიწყდა. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ჟურნალისტის ამგვარ შეფასებას შემდეგ გარემოებათა გამო:
პაატა ასათიანი, გარდაცვლილი სულიკო ასათიანის შვილი, 2011 წლის 10 ივნისს დაინიშნა ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების სპეციალისტად, საიდანაც 2012 წლის 1 აგვისტოს გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე;
ამის შემდეგ, 2012-2013 წლებში საქმიანობდა კოალიცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო უბნის კოორდინატორი.
2014 წლის 29 აპრილს დაინიშნა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე - დროებით მოვალეობის შემსრულებლად. საიდანაც ისევ პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი დასაქმების მიზნით მას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელელეთა კონკურსში, რომელიც ჩატარდა გასული წლის დეკემბრის თვეში, რომელი შესაძლებლობაც მას არ გამოუყენებია.
გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და კერძოდ ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობა გარდაცვლილი სულიკო ასათიანის ოჯახის მიმართ არ გამოუხატავს. უფრო მეტიც, საჭიროებიდან გამომდინარე მზად ვართ დავეხმაროთ შესაძლებლობის ფარგლებში," - ნათქვამია ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას.
გთავაზობთ ვანში დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს:
გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა, 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაღუპული სულიკო ასათიანის ოჯახში

ამინდი