ბესიკ ბრეგაძე: ამათ ქამრები წელზე კი არა, კისერზე შემოიჭირეს
თარიღი : 12-03-2015, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს წევრი ბესიკ ბრეგაძე თვლის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა შედეგს არ მოიტანს. დეპუტატი აცხადებს, რომ კრიზისში მყოფ ქართულ ეკონომიკას "ქართული ოცნების" ხელისუფლების სახლში გაშვებით ეშველება.
"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ფუჭია. ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ ქამრები წელზე კეთდება და არა კისერზე, დაიგუდებიან," - ამბობს დეპუტატი.
ბესიკ ბრეგაძის თქმით, აუცილებელია ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი თავისუფლება მისცეს და ნაკლები დირექტივები წამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ არსებული კრიზისის ფონზე, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების დავალება გასცა.