"ციფრ ხუთთან დავით დვალის ასოციაციების გამო, გადასახადის გადამხდელი არ უნდა ზარალდებოდეს"
თარიღი : 11-03-2015, 20:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის მანქანის შესაძენად ტენდერის გამოცხადების ფაქტს ეხმიანება.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ კომფორტში ცხოვრება გადაწყვიტა.
„ 25 000- ლარიან „სედანზე“ მერიას ტენდერი გამოაცხადებინა. საზოგადოებას განუმარტავთ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს წლების განმავლობაში ემსახურებოდა "ჯიპი ჩეროკის" მოდელის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნომერი SAK 005-ია. დვალმა თავმჯდომარედ არჩევისთანავე უარი თქვა ამ ავტმობილით სარგებლობაზე. აღნიშნული ავტომობილი ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ემსახურება. მიგვაჩნია, რომ დავით დვალის ასოციაციების გამო, რაც ციფრ "5"–თან დაკავშირებით უჩნდება, გადასახადის გადამხდელი, რომელსაც მიმდინარე სავალუტო და ეკონომიკურმა კრიზისმა ცხოვრება გაუუარესა, არ უნდა ზარალდებოდეს. საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხით სიარულს და ამომრჩეველთან საზოგადოებასთან სიახლოვეს ვურჩევდით, თუმცა არსებობს სხვა მარტივი არჩევანიც: ან შეაკეთოს ავტომობილი, რომელიც ემსახურება (თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს), ან გადაჯდეს იმ ავტომობილზე, რომელიც თანამდებობრივად ეკუთვნის და შეუცვალოს სახელმწიფო ნომერი (თუკი ციფრ 5–ს ვერ ეგუება), ან იყიდოს ახალი ავტომობილი 25 000 ლარად და დააკვირდეს ამომრჩევლის ფიალას. მეორე შეთავაზების განხორციელებისას, შეუძლია რჩევა ჰკითხოს თერჯოლის გამგებელს სასურველი სანომრე ნიშნის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმეში ჯეროვნადაა გაწაფული,“ - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, არსებული ავტომანქანა ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსულია, რის გამოც მისი გადაადგილება სახიფათოა.