Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხატია ვედმედევა: ოპერის და ბალეტის თეატრი პოლიტიკური პარტიების ტრიბუნა აღარ იქნება

თარიღი : 18-09-2013, 16:01 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. თეატრის მმართველის ხატია ვედმედევას განცხადებით, ოპერისა და ბალეტის თეატრი ამიერიდან არცერთ პოლიტიკურ პარტიას თეატრის დარბაზს აღარ დაუთმობს, ვინაიდან მედვედევას თქმით ოპერის თეატრი კულტურას უნდა ემსახურებოდეს და არა პოლიტიკას.

"გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის წარმომადგენელმა მოგვმართა თხოვნით, რათა მიგვეცა საშუალება თეატრის დარბაზში ჩაეტარებინა შეხვედრა ამომრჩევლებთან. ვინაიდან, თეატრის ახალი ხელმძღვანელობის პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო თეატრის სახელწოდების ცვლილებასთან და ვინაიდან ეს თეატრი აღარ არის “მუსიკალური დარბაზი” და დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელწოდება “ოპერისა და ბალეტის თეატრი”, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური შეკრება და მსგავსი მიზნებისათვის თეატრის სცენის გამოყენება არის დაუშვებელი. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ თეატრი არის ხელოვნებისა და კულტურის კერა და სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ემიჯნება ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ შეკრებებს,"-ამბობს ვედმედევა.


ნანახია: 3527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა რესტავრაცია მიმდინარეობს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თეატრის მოყვარულებს საინტერესო ახალ სეზონს ჰპირდება.
ოპერის თეატრი სეზონს ოთარ თაქთაქიშვილის სამ მოქმედებიანი ოპერა - „მინდია“- თი დახურავს.
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თეატრის მოყვარულებს და არა მარტო მათ, მიმდინარე
საოპერო თეატრი ხვალ ვერდის ცნობილი ოპერის- 'ტარვიატას' განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.