საია-ს ქუთაისის ფილიალის ახალი თავმჯდომარის დოსიე და სამომავლო გეგმები
თარიღი : 11-03-2015, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ახალმა თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.
საია-ს ქუთაისის ფილიალი 1996 წელს დაარსდა. გიორგი სანტურიანი ფილიალის მეთერთმეტე თავმჯდომარეა.
სანტურიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი თავის გაცნობის შემდეგ, ის გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებას უფლებამოსილებას ერთი წლის განმავლობაში აპირებს.
„ქუთაისის ფილიალის აღზრდილი ვარ. სტუდენტობის პერიოდში, მეორე კურსზე მოვედი აქ დებატ კლუბში. გავხდი სტაჟიორი, ვიყავი სხვადასხვა პროექტის მონაწილე. 2011 წელს გავხდი პროექტის იურისტი. 2013 წლის თებერვლიდან გავხდი იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თებერვალს ქუთაისის ფილიალმა თავმჯდომარედ ამირჩია. ჩვენი პრიორიტეტები იქნება ადამიანის უფლებების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი“,-ამბობს გიორგი სანტურიანი.
საია-ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას თქმით, ფილიალს ჰქონდა და აქვს ბევრი გამოწვევა. ერთ-ერთ გამოწვევად კი დამოუკიდებელი პროექტების განხორციელება სახელდება.