ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 25 ათასლარიან ავტომანქანას ითხოვს
თარიღი : 11-03-2015, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 25 ათასლარიან ავტომანქანას ითხოვს.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, არსებული ავტომანქანა ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსულია, რის გამოც მისი გადაადგილება სახიფათოა.
„მე მყავს მანქანა, რომელშიც წვიმაში წვიმს, ქარში - ქარი უბერავს და გადაადგილების დროს, რამდენჯერმე ჩერდება. ავტომანქანის შესაკეთებლად ყოველთვიურად დიდი თანხები იხარჯებოდა, რის გამოც გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა ტენდერი და ნორმალური ავტომანქანა შეგვეძინა. ვფიქრობ, ამით „ქამრები უფრო შემოჭერილი“ იქნება, რადგან ყოველ თვეში მანქანის შეკეთებისთვის ფულს აღარ დავხარჯავთ“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდა, იმერეთში, ქუთაისის მერმა 18 ათასლარიანი პრემია გასცა, ხოლო საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ 30 ათასლარიან ავტომანქანაზე ტენდერი გამოაცხადა.