60 000 ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გამართლდა
თარიღი : 11-03-2015, 10:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ზ.გ.-ს დაცვას ახორციელებდა. ზ.გ.-ს საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავდა, ვინაიდან ზ.გ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ბრალდების მხარე ზ.გ.- 60 000 ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურა ზ.გ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში დებდა ბრალს, რაშიც ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მას ამ დანაშაულისათვის 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ საქმეში ქუთაისის ბიუროს ადვოკატების გელა სიორდიას და ხვიჩა თავაძის ჩართვის მომენტისთვის უკვე დასრულებული იყო გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი, თუმცა ადვოკატებმა შეძლეს და სასამართლოს წარუდგინეს ზ.გ.-ს კარგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები. ბრალდებულს ბრალდებულად ყოფნის პერიოდშიც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ჰქონდა სახელობითი და ფულადი ჯილდოები.
სასამართლო განხილვისას დაცვის მხარის შუამდგომლობით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, ხოლო ბრალდების მხარემ უარი თქვა მათ მიერ წარდგენილ ბრალზე და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით განრიდების გამოყენების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შუამდგომლობით, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.
საბოლოოდ ბრალდებული გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მას შუნარჩუნდა დაკავებული თანამდებობა. შესაბამისად, აგრძელებს სამსახურს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.