აკაკი ბობოხიძის ძმამ ციხეში შიმშილობა დაიწყო

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილე პატიმრებს შორის არიან ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე.
პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია topnews.com.ge-ს დაკავებულების ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ მიაწოდა.
"ლევან ბობოხიძემ, ზურაბ ჯიბუხაიამ და სოლიდარობის ნიშნად, მათთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს, ვინაიდან არიან პოლიტიკური პატიმრები და ხელოვნურად ჭიანურდება სასამართლო პროცესები," - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის განცხადებით, მოშიმშილე პატიმრები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ.