ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება
თარიღი : 10-03-2015, 16:42 | კატეგორია: საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის 2,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიერთებების, ეზოში შესასვლელების, ავტობუსების გაჩერებების, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეებისათვის გადაადგილება გაცილებით მარტივი და კომფორტულიგახდება. პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 955.000 ლარით ფინანსდება. ადგილზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.