Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ავტომობილის შეძენა გამოიწვია უკიდურესმა აუცილებლობამ"-თერჯოლის გამგეობა გამგებლის TE 041 RJ-ზე

თარიღი : 10-03-2015, 15:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგებლის მიერ 30 000 -ლარიანი ავტომობილის შეძენის მიზეზებს განმარტავს.
საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების კრიტიკა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ჯაფარიძის მიერ 30 000 ლარიანი ავტომობილის შეძენამ და სახელმწიფო ნომრის "TE 041 RJ"-ის დაყენებამ გამოიწვია.
თერჯოლის გამგეობა განცხადებაში განმარტავს, რომ გამგებლის ძველი ავტომობილი გაუმართავი იყო და თერჯოლის ბიუჯეტს მისი შეძენა ძვირი უჯდებოდა.
"გვსურს მოკლედ შევეხმიანოთ სხვადასხვა მედეა საშუალებებში განთავსებულ ინფორმაციას თერჯოლის გამგებლის ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. განვმარტავთ, რომ რაიონის ხელმძღვანელს ჰყავდა ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც გაუმართავი იყო და მისი შენახვა ბიუჯეტს ყოველთვიურად დამდენიმე ათასი ლარი უჯდებოდა.
აქვე გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: ავტომობილი შეძენილია 2015 წლის იანვარში, როდესაც ,,ქამრების შემოჭერის" პერიოდი დაწყებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი ავტომობილის ყიდვის შესახებ, რომელიც სრული სატენდერო პირობების დაცვით იქნა შეძენილი, რომელიც ჩასმული იყო 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, რაზეც არსებობს თერჯოლის საკრებულოს თანხმობა. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯაროა და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია მივაწოდოთ.
და ბოლოს, ავტომობილის შეძენა გამოიწვია უკიდურესმა აუცილებლობამ, რადგან მოგეხსენებათ გამგებელი მუდმივად გადაადგილდება მუნიციპალიტეტის სოფლებში და ამორტიზებული მანქანით მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია.
რაც შეეხება ავტომობილის სანომრე ნიშნებს, მათი ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით გადაიხადა გამყიდველმა," - ნათქვამია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2554-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის გამგებლის თემურ ჯაფარიძის ავტომობილი წყლით დაიფარა.
ხარაგაულის მერიას 43 000 ლარიანი ავტომობილის შეძენა სურდა, საკრებულომ კი ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან

ამინდი