Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასჯელაღსრულების სამინისტრო ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს

თარიღი : 18-09-2013, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სამინისტროს ინფორმაციით, კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.

რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა.

ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ქალბატონ ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად გაავრცელა სამინისტრომ.


ნანახია: 1928-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამინისტროს ცნობით, რამდენიმე კვირაა, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში
შეგახსენებთ, რომ გაზეთ 'ქრონიკა პლუსის' მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისის პრესის სახლის გასხვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამინდი