საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე: საყვედურს მეტყვიან, მაგრამ ძვირადღირებული მანქანა მჭირდება
თარიღი : 10-03-2015, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე 30 000 ლარიან მანქანას ითხოვს.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი, თამაზ ნადირაზე აცხადებს, არსებული მანქანა მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც ახალი მანქანის შეძენაა აუცილებელი.
თამაზ ნადირაძის თქმით, ტენდერი ახალ მანქანაზე ერთხელ უკვე გამოაცხადეს, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო, რის გამოც მაშინ ჩავარდა. ახლა კი იმედი აქვთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მოხდება მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანის შეძენა.
"არსებული მანქანა მწყობრიდან არის გამოსული. ხან სად გვტოვებს და ხან სად. ჩემი მანქანით დავდივარ და ვხვდები მოსახლოებას, მაგრამ არის სოფლები, სადაც ჩემი მანქანა ვერ მიდის. შეიძლება იმერეთის გუბერნატორმაც და პრემიერმა საყვედური მითხრას, მაგრამ რა ვქნა, მჭირდება და სხვა გზა არ გვაქვს,"- აცხადებს საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე.