Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუნიციპალიტეტი, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია

თარიღი : 10-03-2015, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი.

59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი არ არის ქალი. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის” – ეს არის ” ქალთა მოძრაობის”სლოგანი გედერული კვირეულის ფარგლებში, რომელიც 8 მარტს ერთდორულად დაიწყო საქართველოს 25 ქალაქში.

საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტს მიაჩნია, რომ ქალსა და მამაკაცს ერთნაირად მუშაობა შეუძლია. ქალი პოლიტიკოსის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება აქვს მოსახლოების ნახევარს, – მეორე ნახევარი ამ საკითხს სტერეოტიპულად უდგება.

თუმცა თავად მამაკაცებიც აღიარებენ, რომ ქალი, როგორც ლიდერი, უფრო მეტად კომუნიკაბელურია და უფრო მეტ ადამიანს რთავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“ისწავლეთ თქვენი ჭკუის ისე გამოყენება, როგორც იყენებთ ‘პუდრას‘ და შემდეგ მაკიაჟი შეიძლება სულაც აღარ დაგჭირდეთ …. – ასეთ რჩევას აძლევდა სოფი ლორენი ქალს წარმატების მისაღწევად.

ინგლისელმა ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა ქალი მთელ ცხოვრებასაც შეადარა “სანამ დათმობ, ბევრი უნდა იტანჯოო” –ამბობდა ის.

1990 წლის დასაწყისში მედიცინამაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, ქალი უკეთესი მმართველი იყოს ვიდრე მამაკაცი: აღმოაჩნდა, რომ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების კონექტორი ქალებს უფრო ფართო აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, შესაბამისად, ქალი ახერხებს ყურადღების გამახვილებას ერთდროულად რამდენიმე თემაზე , მამაკაცი კი – ვერ.

მიუხედავად ასეთი იმერეთის მხარეში საჯარო სამსახურებში არსებული გენდერული ბალანსი ამ კვლევების ნაწილია, მაგრამ მუნიციალიტეტების გამგეობებში თანამშრომელთა სერთო რაოდენობის შედეგებით, შეილება ითქვას, რომ ეს ბალანსი დაცულია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ირმა ხელაძე, რომელიც გენდერულ საკითებზეც მუშაობს ამბობს, რომ წყალტუბოს გამგეობსაში გენდერული ბალანსი იმერეთის სხვა რაიონებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის დაცული. ” ხარაგაულში გენდერული ბალანსი კაცების სასარგებლოდ პროცენტულად 60/40–ზეა, ხონში – 62/38–ზე, წყალტუბოს გამგეობაში კი საერთო რაოდენობის 74% ქალია და 89% მამაკაცი. თანამდებობაზე 13–დან 3 ქალბატონია.

გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსად ფატი გაგოშიძე ამ თანამდებობაზე ერთი წელიწადია რაც დაინიშნა, საჯარო სამსახურში 30 წელზე მეტია მუშაობს და უფროსის რანგში მაინც მამაკაცს აძლევს უპირატესობას.

“ჩემს შვილებს ჰყავდა სახლში ბებია, რომელიც ყოველთვის მეიმედებოდა, ვიცოდი რომ შვილის სწავლაზე ზრუნვა და იმაზე ფიქრი როგორ წამოვიდოდა სკოლიდან და როგორ იმეცადინებდა, არ მქოდა. როცა იცი რომ შვილს სიცხე აქვს და შენ სამსახურში ხარ, როგორც დედა არ ვარგიხარ, სამსახურშიც ვერ აკეთებ საქმეს. წარმატებული ქალი არ ნიშნავს წარმატებულ დედას. ეს ჩემი აზრია… მე კარგი ოჯახი მიმაგრებდა ზურგს, მაგრამ მახსოვს ერთხელ, 8 მატს, ჩემმა შვილმა მთხოვა სკოლაში მივსულიყავი დედებისთვის ყვავილები უნდა ეჩუქებინათ, დავპირდი მოვალთქო, ყველა დედა მივიდა, მე სამსახურიდან თავი ვერ დავაღწიე, გვიან მივედი. ჩემს შვილს ის ყვავილები მასწავლებლისთვის მიუცია… ის დღე არასოდეს დამავიწყდება. ამიტომ მე ვთვლი რომ კაცი უფრო პრივილეგირებულია ამ კუთხით” – ამბობს ფატი გაგოშიძე.

სხვა აზრზეა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მარეხი კანკაძე, რომელიც ასევე ახალი დაწინაურბულია ამ თანამდებობაზე. ის თვლის, რომ ქალი ყველა სფეროს ერგება და კარგი მენეჯერია. არქიტექტურის სამსახურის უფროსიც შეიძლება იყოს ქალი. მე სულ ვმუშაობდი შვილები გავზარდე, ახლაც ვინტერესდები სად და როგორ არიან ჩემი შვილები. ოჯახი ხელს მიწყობს, და მე კარგი დედაც ვარ, კარგი რძალიც და კარგი ბებიაც. სამსახურშიც მინდა საუკეთესო ვიყო და ამას ვახერხებ” – ამბობს მარეხი კანკაძე.

ნარგიზა აბესაძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში 1992 წლიდან მუშაობს, თვლის რომ სამსახურს მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კარგი დედა ყოფილიყო. ” ჩემი უფროსი შვილი ექიმია, უმცროსი – თავისუფალ უნივერსიტეტში სწვლობს. კარგ დედობასაც ვუწევდი შვილებს და სამსახურშიც საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებდი. სოციალურ სამსახურში ქალის ყოფნა აუცილებელია. აქ ძალინ ბევრი გაჭირვებული ადამიანი მოდის, მათთვის დახმარება ზოგჯერ თბილი სიტყვა და მოფერებაა. ამიტომ პრობლემა თუ აქვს ქალს ის სახლში უნდა დატოვოს.” – ამბობს ნარგიზა აბესაძე.

ზოია ბაქრაძე, წყალტუბოს მუნიციალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსად 25 წელზე მეტია მუშაობს ამბობს, რომ ქალს და მამაკაცს სამსახურში სრულიად ერთნაირი შეაძლებლობები აქვს. “მთავარია იყო პროფესიონალი. ღამის 1 საათამდე ვყოფილვარ სამსახურში თუ საქმეს ჭირდებოდა. ზუსტად ისე მიმუშავია როგორც ნებისმერ მამაკაც თანამშრომელს. პრივილეგიით, რომ ქალი ვარ არასოდეს მისარგებლია. ამიტომ ვართ ჩვენ თანასწორნი” – ამბობს ზოია ბაქრაძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სქესის მიხედვით მხოლოდ 8 მარტს გაარჩიეს, ქალბატონებს საჩუქრებით და ტიტებით შეხვდნენ მამაკაცები. ყველა ქალბატონს გაზაფხულის პირველი დღესასწაული მოსალოცი ბართით მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, ქალების დღე მიულოცეს დასუფთავების სამსახურის ქალბატონებს, ეს იყო ის ძირითადი აქტივობები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განხორცილედა. რაც შეეხება პოზიციას გენდერული ბალანსის აუცილებლობს შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ამბობს: “

“ქალს უწევს ბრძოლა სტერეოტიპებთან, საკუთარ თავთან, აღზრდასთან, ამ პროცესში მიმდინარეობს მისი ჩამოყალიბება, ურთიერთობა ძირითადად უხდება მამაკაცებთან, რომლებთანაც გამუდმებით უწევს რაღაცის ,,მტკიცება’’ და თან ფიქრობს ,,ოჯახზეც’’, რომლიც ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ქალისთვის. ძალიან ხშირად ქალი უარს ამბობს კარიერაზე ოჯახისა და შვილების გამო.თუმცა მე ვისურვებდი რომ ქალები იყვნენ დასაქმებული სამსახურებში და წამყვან თანამდეობებზე. თუმცა საქმეში მთავარია პროფესიონალიზმი და არა სქესი”.

http://www.tskaltubo.ge/
სოფიკო ყანჩაველი


ნანახია: 2196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია, რომელიც ხუთი წარმატებული ქალის მიერ არის დაფუძნებული, 3 000-მდე ქალს აერთიანებს.
"ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით მოწყობილი აქციის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.
დაქორწინების შემდეგ უპრობლემო ცხოვრება ძალზე იშვიათია, თუმცა ქალსა და კაცს თავადვე შეუძლიათ კონფლიქტური სიტუაციების შემცირება და
,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებთან შეხვდერა გაიმართა.
ქუთაისში ქალთა გააქტიურების მიზნით აქცია გაიმართა.
გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე: 'ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში'

ამინდი