Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია აუდიტის სამსახურს პასუხობს-რაზე ისაუბრეს მერმა და გენერალურმა აუდიტორმა?

თარიღი : 10-03-2015, 11:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებას პასუხობს. თორდია აცხადებს, რომ სამსახურს ქუთაისის მერიასთან კითხვები აქვს.
„ბოლო ორი დღეა ქუთაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. კონკრეტულად საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეტენზიებზე, რომელიც თითქოსდა ქუთაისის მერიის მიმართ არსებობს. მედია საშუალებების მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომუნიკაცია შედგა,ქუთაისის მერსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს შორის. როგორც გაირკვა, საუბარია 2011-2012 წლებში ქუთაისის მერიაში არსებულ ვითარებაზე. 2013 წლიდან დღემდე აუდიტის სამსახური ქუთაისის მერიაში არ შემოსულა. რაც შეეხება ტენდერებს და მათ განხორციელებას, ქუთაისი ერთ-ერთი მოწინავეა ამ საკითხში. ქალაქში უკვე მომზადებულია რამდენიმე მსხვილი პროექტი და ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში შევა. ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“ - ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1868-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
„არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვმალავ ჩემს სიმპათიას „ნაციონალების“ მიმართ. მე და გია თევდორაძე

ამინდი