ქუთაისის მერიის თანამშრომლები პრემიებს ახალი წესით მიიღებენ
თარიღი : 10-03-2015, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიამ პრემიების გაცემის ახალი წესი აამოქმედა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკები პრემიებს დამსახურების მიხედვით მიიღებენ.
„არ უნდა მოხდეს ისე, რომ ყველამ ერთად, დაუმსახურებლად მიიღოს პრემია. ეს დამოკიდებულია გაკეთებულ საქმეზე, შესრულებულ სამუშაოზე, რაიმე ნოვაციის შექმნაზე ან გეგმის გადაჭარბებაზე. პერიოდულობას არ აქვს მნიშვნელობა,“ - ამბობს ჯავახია.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საჯარო მოხელემ შესაძლოა მხოლოდ არამატერიალური წახალისება მიიღოს მადლობის სახით. რაც შეეხება საპრემიო ფონდს, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ ის განსაზღვრული არ არის. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ დროისათვის უცნობია, ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენი საჯარო მოხელე დაიმსახურებს ფულად წახალისებას.