თერჯოლის 30 000 ლარიანი ამბიცია-TE 041 RJ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს მხარეში მიმდინარე მოვლენებით და და მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება და "ოცნების" ხელისუფლების თავგასულობა მოლოდინს აჭარბებს.
„ გამგებელი თემურ ჯაფარიძე პირადი ახირებების დაკმაყოფილებითაა დაკავებული და საკუთარი კომფორტის შექმნას ახარჯავს ძვირფას დროს, რომელიც ურთულესი მდგომარეობიდან თავის დაღწევას უნდა ხმარდებოდეს. ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, გამგებელი თავს უფლებას აძლევს 30 000 -ლარიანი მანქანა შეიძინოს და პოლიტიკური კეკლუცობით, ხელმძღვანელი ამხანგების წინაშე თავის მოსაწონად, სახელმწიფო ნომერი "TE 041 RJ" დააყენოს.
თერჯოლა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. საკრებულოში მიმდინარე არეულობამ და კოალიციის დაშლამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკონტროლო მდგომარეობა შექმნა, საკრებულოში ძალთა ბალანსის ცვლილება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი,“ - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.