"სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამორიცხავს კორუფციას. ადამიანის პატიოსნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული"

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. სამსახურის ანგარიშს ახალი უფროსი პაატა კლდიაშვილი, ქალაქის მერი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ოთხ განყოფილებას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური, ქონების მართვის, ქონების რეგისტრაციისა და ტურიზმის განყოფილებები.
სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, 2014 წლიდან დაინერგა ელექტრონული აუქციონის სისტემა. ასევე, ჩატარდა აუქციონი ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების აღრიცხვის მიზნით. პარკირების ახალი წესი დამტკიცდა 274 ადგილზე. 40 ერთეულ ადგილზე გაიცა გარე ვაჭრობის ნებართვა, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა 39 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი, 10 შენობა და შუქნიშნების ქსელი.
„ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი არის ქონება. მეტი მუშაობა დაგვჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტი გადმოეცეს ქალაქს. სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამორიცხავს კორუფციას და ადამიანის პატიოსნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ჩვენ არ გავედით და ვინმეს არ დაველაპარაკეთ, ისე ინვესტიცია არ შემოვა. კრიტიკას მივესალმები. ეს ვინმეს სჭირდება და ჩვენც გვჭირდება რომ ვიყოთ ფორმაში,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ანგარიშის პრეზენტაციისას საუბარი შეეხო სამსახურის 2015 წლის პრიორიტეტებს. პრიორიტეტები კი საინვესტიციო წინადადებების მომზადებასა და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენას, ასევე, ასევე, ქალაქის ქონების სრულ ინვენტარიზაციას, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება.