"ჩვენ ყველასთვის ღია ვიქნებით", -მერიის ეკონომიკური სამსახურის ახალი უფროსის დაპირება
თარიღი : 9-03-2015, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურში ახალი უფროსი წარადგინა.
პაატა კლდიაშვილი ამ დრომდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი იყო. კლდიაშვილის თქმით, ქალაქის მერისგან შეთავაზების მიღების შემდეგ, კონსულტაციები კოლეგებთან გაიარა.
„საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. გავცვალეთ მოსაზრებები. მივიღე ეს გაქმოწვევა. იმედი მაქვს, ამ სამსახურს კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით, ვიდრე არის. ჩვენი საქმიანობა იქნება ღია და თანამშრომლობისაკენ მიმართული, როგორც ეს იყო ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის დროს. ჩვენ ყველასთვის ღია ვიქნებით. მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი კრიტიკული მოსაზრებები,“ - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ოთხ განყოფილებას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური, ქონების მართვის, ქონების რეგისტრაციისა და ტურიზმის განყოფილებები.