Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფლებამდაცველი: ხელისუფლებაში ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მოხვეტონ და ჩაიდონ ჯიბეში

თარიღი : 18-09-2013, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საბანკო დავალიანების მქონე მოქალაქეებს თბილისიდან ჩამოსული მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეები შეუერთდნენ. მათ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ მიმართა.
ბაკურიძის თქმით, არჩევნებამდე ხელისუფლება ყველას ჰპირდებოდა დახმარებას, თუმცა არჩევნების შემდეგ ვალდებულებას არ ასრულებს.
„ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს თითოეულ ადამიანზე. მან ეს ვალდებულება აიღო. თუმცა სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, ხელისუფლებას არ შეეშინდება ხალხის, მანამდე არაფერი არ გამოვა. დღეს ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოვიდნენ და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მოხვეტონ და ჩაიდონ ჯიბეში. არჩევნებამდე ხელისუფლება ყველას ჰპირდებოდა დახმარებას. ეუბნებოდა, რომ პრობლემა სააკაშვილის საბანკო პოლიტიკის შედეგი იყო. ეხლა ვისი საბანკო პოლიტიკის შედეგი არის? მე ბიძინა ივანიშვილს მის სიტყვებს შევახსენებ, როდესაც ამბობდა, რომ პროექტი ჰქონდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემა ისე მოგვარდებოდა, არც ბანკი დაზარალდბოდა და არც სახელმწიფო,“ - ამბობს ბაკურიძე.
იპოთეკური სესხებით დაზარალებული და საბანკო დავალიანების მქონე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან უკვე მე-15 დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. მოქალაქეები ხელისუფლებისგან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიან იპოთეკურ სესხებსა და გამოსახლებების დროებით შეჩერებას ითხოვენ, რასაც მთავრობა ეწინააღმდეგება.
დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, 6 მოშიმშილეს თბილისიდან ჩამოსული კიდევ სამი მოქალაქე ემატება.


ნანახია: 1873-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანებმა სანთლები დაანთეს და ლოცულობენ. პარლამენტთან
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხით დაზარალებული 6 მოქალაქე უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მყოფი იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები პარლამენტის წინ კარვების გაშლითა
დაზარალებულები აქციის გამართვას პლენარული სხდომის პარალელურად გეგმავენ.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს.

ამინდი